5 თვის ამელია მაღალი სიცხეებით იტანჯებოდა. მალევე მას ახალი კორონავირუსი დაუდგინეს.

„როდესაც ტესტის პასუხი გავიგე, თავი საშინლად ვიგრძენი, ასე მეგონა ფილმში ვცხოვრობდი“,- ამბობს ემილიას დედა.

ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

ექიმების დახმარებით, პატარა ამელიამ კორონავირუსი დაამარცხა.

„ექიმები და ექთნები არაჩვეულებრივები იყვნენ. ძალიან მადლობელი ვარ მათი. ამელიას რაც შეიძლება სწრაფად მიხედეს“,- ამბობს ემილი, ამელიას დედა.

დედა და შვილი ახლა იზოლაციაში იმყოფებიან.

„ამელიას ჯანმრთელობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ჯერ კიდევ ახველებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ დარჩეთ სახლში“,- ამბობს ემილი.

404 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი