პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსის პირობებში ოჯათან ურთიერთობაზე ისაუბრა.

რატიანმა გააცხადა, რომ შვილებს “სკაიპითაც” კი არ უყურებს, რადგან ცრემლი ადგება და არ უნდა ბავშვებმა ცრემლიანი თვალებით დაინახონ.

„მყავს ოჯახი, 3 შვილი. სიმართლე გითხრათ, „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, იმიტომ რომ მერე მადგება თვალზე ცრემლი და არ მინდა ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა. ერთი თვე არ მინახავს….რომ გითხრათ მეძინა მეთქი – არ მიძინია და სახლიდან რომ გამოვდივარ, სანამ ჩავჯდები მანქანში ცოტა ისე ვარ, ძაან სუსტად ვარ ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებ მაგრამ, როგორც კი მოვდივარ კლინიკაში აფთარი ვხდები, არასდროს ვყოფილვარ ასეთი მებრძოლი როგორიც დღეს ვარ“ – ამბობს ლევან რატიანი.

460 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი