ქალებს ხშირად ახსენებენ, რომ „ბიოლოგიური საათი წიკწიკებს“ – ამით მინიშნებას აძლევენ, რომ დროა ბავშვი გააჩინონ, სანამ ძალიან დაგვიანებული არ იქნება. თუმცა ახალი კვლევა ადასტურებს, რომ 35 წლის შემდეგ ბავშვის გაჩენა უფრო კარგია, ვიდრე ახალგაზრდობაში.

ჟურნალში „Journal of the American Geriatrics Society” გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გვიანდელი მშობიარობა არა მხოლოდ ტვინის მუშაობას სტიმულირებს, არამედ სიბერეში მეხსიერების დაკარგვისგან დაგიცავთ.

კვლევაში პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფმა 830 ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც ვერბალურ მეხსიერებაზე, ფუნქციური და გლობალური კოგნიტური ფუნქციების შემსრულებელზე ტესტირება ჩაუტარეს.

მეცნიერებმა გაითვალისწინეს, თუ რომელ ასაკში ჰქონდათ ქალებს პირველი მენსტრუაცია და ორსულობა, რამდენჯერ იყვნენ ორსულად და ა.შ., რომ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ორსულობის ასაკის გავლენა შეეფასებინათ.

გაირკვა, რომ კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებიც ბოლოს 35 წლის შემდეგ დაორსულდნენ, ვერბალური მეხსიერება უკეთ ჰქონდათ განვითარებული. ხოლო მათ, ვისაც მენსტრუაცია 13 წელზე უფრო ადრეულ ასაკში დაეწყოთ, გლობალური კოგნიტური ფუნქციები უფრო უკეთ ჰქონდათ განვითარებული. ასევე, „მშობიარობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი და ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება“ სიბერეში აზრობრივ შესაძლებლობებს დადებითად უკავშირდებოდა. ქალებმა, რომლებმაც პირველად 15-24 წლის ასაკში გააჩინეს, 40 წლის შემდეგ ჯანმრთელობის და კოგნიტური შესაძლებლობის მხრივ ცუდი შედეგები აჩვენეს.

ორსულობის დროს ჰორმონების ჭარბი ზრდა ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ გვიანდელი ორსულობა ტვინში უფრო ხანგრძლივ ცვლილებებს იწვევს.

„იმის მიუხედავად, რომ ეს საკმარისი არაა, ქალებს 35 წლის შემდეგ დაორსულება ვურჩიოთ, სანამ გამრავლებას დაასრულებენ, კოგნიტურ შესაძლებლობებზე გვიანდელი ორსულობის დადებითი გავლენის შესახებ ჩვენი დასკვნა ახალი და მნიშვნელოვანია“ – ამბობს კვლევის ავტორი, როქსანა კარიმი.

კვლევის შედეგებს ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს. მაგალითად, ექიმი უიტნი იუ ეჭვობს, რომ მონაცემებში ფარული მიკერძოება არსებობს, რადგან უფრო გვიანდელი შობადობა განათლების მაღალი დონის და მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალებისთვისაა დამახასიათებელი.

„მათ „ამაში ცვლილებები შეიტანეს“, მაგრამ ეს უთანხმოებას იწვევს. ჩვენ არ ვიცით, უკავშირდებოდა თუ არა შედეგი ამას თუ სუფთა ფიზიოლოგიას“ – განმარტავს ექიმი იუ, აშშ-ში, ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის გინეკოლოგი და მეანი.

ნებისმიერ შემთხვევაში, დასკვნები საინტერესოა! ეს სტატია ქალებს გაუზიარეთ, რომლებიც ამ საკითხზე ნერვიულობენ!

927 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი