კორონავირუსის გამო ჩინეთში განქორწინებების რიცხვი გაიზარდა, მიზეზი კი შემდეგია: „წყვილები ბევრ დროს ატარებდნენ ერთად თვითიზოლაციაში“. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც გამოცემა წერს, 24 თებერვლიდან უკვე 300-ზე მეტმა წყვილმა მიმართა ქორწინების რეესტრს.

„ახალგაზრდები დიდ დროს ატარებენ ერთად სახლში და წვრილმანებზეც კი კამათობენ. სწორედ ეს იწვევს განქორწინებას“,- ამბობს ერთ-ერთი რეესტრის მენეჯერი ადგილობრივ პრესასთან.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რაიონის რეესტრმა ერთ დღეში განქორწინების 14 მოთხოვნა მიიღო.

თუმცა არის კიდევ ერთი ვერსია – კორონავირუსის გამო წყვილებმა განქორწინება კარანტინის პერიოდში ვეღარ შეძლეს და დაგროვებული განცხადებების სიმრავლეც ამან გამოიწვია.

ჩინეთის პროვინციებში მოქალაქეები იზოლაციაში მას შემდეგ მოექცნენ, რაც კორონავირუსი მასშტაბურად გავრცელდა.

მსოფლიოში 133,000 ადამიანი დაინფიცირდა მომაკვდინებელი დაავადებით. დაღუპულთა რიცხვი კი 4,960-მდე გაიზარდა.

508 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი