კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, თუმცა აშკარად შეინიშნება ჩინელთა ეფექტური მუშაობა პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დაავადებულთა განკურნვაში.

ოფიციალურად, ჩინეთში კორონავირუსის 80 651 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 55 422 გამოაჯანმრთლეს და უმრავლესი მათგანი სახლშ გაწერეს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ჯანდაცვის უწყებამ აღნიშნულ წარმატებას მიაღწია იმ მხრივ, რომ ჰუბეის პროვინციის 58 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქცია, რისი წყალობითაც ვირუსის მასშტაბური გავრცელება შეაჩერა.

კოვიდ 19-ით დაინფიცირების ყველაზე მასშტაბური გავრცელება არის იტალიაში. შედარებისთვის, მხოლოდ გუშინ დაინფიცირების 778 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ჩინეთში კი ეს რიცვხვი 100-ს შეადგენდა. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე 198 ადამიანია გარდაცვლილი იტალიაში და ამ მაჩვენებლით აქ ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული კოროანვირუსით გარდაცვალების.

აშშ-ში საკრუიზო ხომალდი, “Grand Princess”-ი კალიფორნიის სანაპიროებთან არის კარანტინის გამო გაჩერებული, სადაც 21 ადამიანის დაინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. 2 ფატალური ფაქტი ფლორიდაში აღინიშნა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს 102 242-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3497-ისა. გამოჯანმრთელებულია 57 630 ადამიანი.

496 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი