Southpawer.com-ის მიხედვით, ლეგენდარული რეპერის, Eminem-ის მიერ წამოწყებულ ჩელენჯში 16 წლის ზუგდიდელმა გოგომ, ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა. ჩელენჯი რამდენიმე დღის წინ თავად Eminem-მა დაიწყო და მოუწოდა თაყვანისმცემლებს, რომ მასსავით სწრაფად გაერეპათ მისივე ტრეკის “Godzilla”-ს მიხედვით. გამოწვევა ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს და მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა Southpawer-მა არჩევანი ქართველ გოგონაზე შეაჩერა. ნინი ჩილაჩავას ვიდეომ ინსტაგრამზე 100 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა და უამრავი უცხოელი მსმენელისგან სიმპატიებიც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ჩელენჯი არ ითვალისწინებდა კონკრეტული გამარჯვებულის გამოვლენას და ეს უბრალოდ Southpawer-ის გადაწყვეტილებაა, თუმცა მსგავსი დადებითი გამოხმაურება ნამდვილად აღსანიშნავია და მსგავსი გზით შესაძლოა ვიდეომ თავად Eminem-ის ყურადღებაც კი მიიპყროს.

1, 078 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი