კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა მი­დის მსჯე­ლო­ბა, შე­იც­ვა­ლოს უნდა თუ არა ზი­ა­რე­ბის წესი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას “ფე­ის­ბუქ­ზე” აქ­ვეყ­ნებს:

“რწმე­ნას რომ სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია, მეც­ნი­ე­რე­ბაც არ და­ობს, მე­დი­ცი­ნაც აღი­ა­რებს ამ ფე­ნო­მენს, უბ­რა­ლოდ, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას სჩ­ვე­ვია, სხვა­ნა­ირ სა­ხელს არ­ქმევს – პლა­ცე­ბო და ნო­ცე­ბო ეფექ­ტი ჰქვია, ადა­მი­ა­ნის თვით­გან­კურ­ნე­ბის ან თვით­გა­ნუ­კურ­ნებ­ლო­ბის სას­წა­ულს. სწო­რედ ამი­ტომ და არა­მარ­ტო ამი­ტომ, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს კი არ უნდა დას­ცი­ნო, არა­მედ უნდა გშურ­დეს მისი. მთა­ვა­რია, გა­ვი­გოთ, რომ მე­დი­ცი­ნა და ჰი­გი­ე­ნა არ უპი­რის­პირ­დე­ბა რწმე­ნას. პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რად უფრო ღრმად­მორ­წმუ­ნე იყო, პე­ნი­ცი­ლი­ნის (ან­ტი­ბი­ო­ტი­კის) გა­მო­გო­ნე­ბამ­დე და მი­უ­ხე­და­ვად რწმე­ნი­სა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ეპი­დე­მი­ის დროს. გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წელი იყო.

თქვენც გე­მახ­სოვ­რე­ბათ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან, რომ სწო­რედ სას­წა­ულ­მოქ­მედ ხა­ტებ­ზე და ჯვრებ­ზე სა­წამ­ლა­ვის წას­მით კლავ­დნენ სა­მე­ფო კარ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს. ხატი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი იყო ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლით, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ნაკ­ლე­ბად იკა­რებს “ჭუ­ჭყს”, ვერ ახერ­ხებ­და სა­წამ­ლა­ვის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. მოკ­ლედ, ბრა­ზის გა­რე­შე სამ­სჯე­ლოა ეს სა­კი­თხი. ბო­ლოს და ბო­ლოს ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ში მთა­ვა­რი “მოქ­მე­დი პირი” კოვ­ზი ხომ არაა. და თუ კოვ­ზია, ასე­თი ვა­რი­ან­ტი გა­მოდ­გე­ბა ნე­ტავ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ძი­ნოთ ვერ­ცხლის კოვ­ზე­ბი და ვა­კურ­თხოთ კი­დეც და მხო­ლოდ ზი­ა­რე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ?…

…ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის სწორ გზა­ზეა, როცა იმას აკე­თებს, რი­სიც სჯე­რა და სწამს…

მე ადა­მი­ა­ნებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი ასე მეს­მის, რომ ყვე­ლამ ერ­თმა­ნე­თის შიში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და კომ­პრო­მი­სი გა­მო­ნა­ხოს. თქვენ რომ გე­ში­ნო­დეთ პეპ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც მოფ­რი­ნა­ვენ ნა­თუ­რის გარ­შე­მო, მე ჩა­ვაქ­რობ ნა­თუ­რას, ან დავ­კე­ტავ ფან­ჯა­რას, იმი­ტომ რომ პა­ტივს გცემთ. მე რომ მე­ში­ნო­დეს ბუღ­და­ჯა­ნე­ბის და გთხო­ვოთ სი­ნათ­ლე­ში და­ძი­ნე­ბა, თქვენ უნდა და­მი­ტო­ვოთ ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რა და ასე.. რა ვიცი…

მოკ­ლედ ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ურ­თი­ერ­თო­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის არ­ცოდ­ნაა. გა­მო­გი­ტყდე­ბით და მე თვი­თონ სიკ­ვდი­ლამ­დე სიკ­ვდილ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა არაფ­რით არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ სხვის შიშს არ ვცე პა­ტი­ვი, ან სხვას არ გა­ვუფრ­თხილ­დე. რა უნდა იყოს, რაც სტრესს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს ვინ­მეს და უპ­რობ­ლე­მოდ არ მი­ვი­ღო…”, – წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის რე­კო­მენ­და­ცი­ას ზი­ა­რე­ბის დროს ერთჯე­რად კოვ­ზებს გა­უ­წევ­და.

„მე ვერ ჩა­ვე­რე­ვი რე­ლი­გი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, მაგ­რამ მე რა თქმა უნდა, რე­კო­მენ­და­ცი­ას ერთჯე­რად კოვ­ზს გა­ვუ­წევ­დი“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ „ღვი­ნო არის ან­ტი­სეპ­ტი­კი და მას­ში გაწ­მენ­დი­ლი კოვ­ზი ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ეს პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია“.

გუ­შინ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ.

„სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ეპი­დე­მი­ას­თან, – კო­რო­ნა­ვირუს­თან (COVID-19) და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავთ შემ­დეგს: ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­მი­ნე­თის ეკ­ლე­სი­ამ, ვირუ­სი­სა­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ზი­ა­რე­ბი­სათ­ვის ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, რაც გა­და­მოწ­მდა და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა.

ზი­ა­რე­ბის­თვის ერთი კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ათას­წლო­ვან ის­ტო­რი­ას ით­ვლის. ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ ქონ­და ად­გი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. ასეთ პე­რი­ო­დებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მორ­წმუ­ნე­ნი არა­თუ უშინ­დე­ბოდ­ნენ სა­ერ­თო ბარ­ძი­მი­დან სა­ერ­თო კოვ­ზით ზი­ა­რე­ბას, პი­რი­ქით, კი­დევ უფრო ხში­რად მი­ე­ახ­ლე­ბოდ­ნენ ამ სიწ­მინ­დეს, რად­გან, რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, წმინ­და ზი­ა­რე­ბი­სას ადა­მი­ა­ნი იღებს ქრის­ტეს წმინ­და სის­ხლსა და ხორცს, – განმწმენ­დელ­სა და მა­კურ­ნე­ბელს სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. ამას­თან, სა­ერ­თო თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თვის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გა­მო­აბ­რძა­ნებ­და ხოლ­მე სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ებს: სა­ხა­რე­ბას, ჯვრებს, ხა­ტებს, წმინ­და ნა­წი­ლებს და აწყობ­დნენ ლი­ტა­ნი­ო­ბებს”, ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

1, 314 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი