და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შვილს ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“რო­გორც გუ­შინ უკვე გახ­და ცნო­ბი­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე მქონ­და კონ­ტაქ­ტი ჩემს თა­ნამ­შრო­მელ­თან რო­მელ­საც ოთხშა­ბათს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა ვირუ­სი, თა­ვის­თა­ვად მეც და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი ვის­თა­ნაც ჰქონ­და მას კონ­ტაქ­ტი გა­და­ვე­დით თვით იზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში. კონ­ტაქ­ტი­დან გა­მონ­დი­ნა­რე და იქი­დან გა­მონ­დი­ნა­რე რომ გუ­შინ და­მე­წყო ამ ვირუ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მა­ტი­კა, ჩა­ვით­ვა­ლე მო­მა­ტე­ბულ რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტად და გა­მი­კეთ­და ანა­ლი­ზი რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა რომ ვარ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა ვირუ­სით.

შე­სა­ბა­მი­სად გად­მო­ვე­დი თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში და აქ და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ საკ­მა­ოდ ვიწ­როა ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბის სია, ( მხო­ლოდ ხუთ­შა­ბათს 05/03 ვის­თა­ნაც მქონ­და ახლო და შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი კონ­ტაქ­ტი) რა თქმა უნდა ყვე­ლა ამ­ჟა­მად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და იმ­ყო­ფე­ბი­ან უკვე იზო­ლა­ცი­ა­ში. თავს ვგრძნობ კარ­გად:) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია (ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცია), გა­დავ­წყვი­ტე რომ გავ­ხა­დო სა­ჯა­რო (გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე­ვე მი­ვე­ცი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს) რა­მო­დე­ნი­მე მი­ზე­ზით:

1. მი­მაჩ­ნია რომ ავად­მყო­ფო­ბა სირ­ცხვი­ლი არ არის. 2. არ მინ­და ეს სა­კი­თხი რომ გახ­დეს სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­გა­ნი 3. და რაც მთა­ვა­რია არ გახ­დეს ეს და­მა­ტე­ბი­თი პა­ნი­კის წყა­რო.დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ თუ ვიქ­ნე­ბით მე­ტად სო­ლი­და­რუ­ლე­ბი და ყვე­ლა გა­ვი­თა­ვი­სებთ მე­ტად ჩვენს სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ძა­ლი­ან მალე დავძლევთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ გა­მოწ­ვე­ვას” – წერს ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე.

355 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი