ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, ექიმია.

მისი თმით, პაციენტ კოლეგებთან მანამდე ჰქონდა შეხვედრა, როდესაც ის ჯანმრთელი იყო.

„ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, მაგრამ იმ დროს ჯანმრთელი იყო. მან, როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ეს დინამიკაში გამოვლინდება. ამ ქალთან არსებული კონტაქტების შესწავლა გაგრძელდება“, – უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.

358 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი