ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის საბოლოოდ გამოჯანმრთელებულად სულ სამი ადამიანი მიიჩნევა. ეზუგბაიას თქმით, პირველ სამ ინფიცირებულს ვირუსის შტამი აღარ უფიქსირდება.

„ორ პაციენტთან კვლევის შედეგები უარყოფითია, ერთმა პაციენტმა დატოვა უკვე კლინიკა, მეორე კი დღეს დატოვებს – სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს პაციენტები თავიანთ ექიმებთან ურთიერთობენ, ხდება თვითიზოლაციისგაგრძელება, მაქსიმუმ, ორი კვირის განმავლობაში”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 54 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

265 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი