იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთაგან 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით დაღუპულთა ასაკი კი 79.5 წელია.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთაგან მხოლოდ 0.8%-ს არანაირი დაავადება ჰქონდა. 48.5%-ს სამი ან სამზე მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს ორი დაავადება, ხოლო 25.1%-ს ერთი დაავადება მაინც სჭირდა.

ვირუსით დაავადებულთა საშუალო ასაკია 63 წელი.

დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს კი დიაბეტი ჰქონდა, ხოლო 1/3-ს გულის დაავადება აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევით იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია გაცილებით დიდი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. იტალიაში ჩინეთის შემდეგ ახალი ვირუსით ყველაზე მეტი, 31 506 ადამიანი დაავადდა, დაიღუპა 2 503.

769 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი