თორრნიკე ნაროზაული:

ზიარების შესახებ, უმეტესად, ის ადამიანები მსჯელობენ, რომლებიც მაზიარებლები არ არიან.
სავარაუდოდ მათ უმეტესობას სახარება არ აქვს წაკითხული.
და ვისაც აქვს – რატომღაც ვეღარ იხსენებს, როგორ იქცეოდა იესო ქრისტე, როდესაც საქმე ყველასგან მოძულებულ კეთროვნებს ეხებოდა.
იესო, სხვების მსგავსად, არ გაურბოდა მათთან შეხვედრას, პირიქით მიდიოდა და კურნავდა.

ჰოდა, ძალიან სასაცილოა, როდესაც ქრისტიანს ეუბნები, რომ ზიარებით შეიძლება დაინფიცირდეს.
გამოდის, არანაირი ძალა არ ჰქონია ამ საიდუმლოს და ქრისტეს სისხლის და ხორცის ნაცვლად უბრალოდ პურსა და ღვინოს შეევექცევით.

გულწრფელად გეტყვით, თუ ვინმეს გეშინიათ, რომ ქრისტე განკურნების ნაცვლად დაგასნეულებთ, თქვენი რწმენა უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არფერი.
ერთჯერადი კოვზით ზიარებას, ჯობს საერთოდ არ ეზიაროთ.

პ.ს.

როდესაც იესო სნეულებს კურნავდა, იქვე ეუბნებოდა – შენმა რწმენამ განგკურნოს და გაცხონოსო.
ეს, რასაც ნიშნავს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

აბა, წარმატებები მაზიარებლებსა და მაზიარებელთა მოზიარეებს.

677 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი