კორონავირუსის პანდემიის დროს რთულია რაიმე პოზიტივის პოვნა. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, პლანეტამ შვებით ამოისუნთქა, გარემოს დაბინძურება შემცირდა და პანდემიის დადებითი მხარეც ალბათ სწორედ ესაა.

იტალიაში წარმოება შეჩერდა, ვიზიტორთა ნაკადებმა იკლო და საოცარი შედეგიც დადგა. ჯერ ჰაერი გასუფთავდა, რასაც მალევე ვენეციის არხებში ნამდვილი სასწაული – თევზების და გედების დაბრუნება მოყვა.

გაოცებული ვენეციელები იღებენ ვიდეობს, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ გასუფთავდა წყალი და თევზების შემჩნევა გახდა შესაძლებელი. მანამდე კი არხები იმდენად იყო დაბინძურებული რომ ცოცხალი არსებების პოვნა შიგნით წარმოუდგენელი იყო.

552 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი