მიუხედავად იმისა რომ ყველა ვიზიარებთ ამ დიდ ტრაგედიას,მაინც ვერ მივხვდებით იმ ტკივილსა და დარდს რასაც ეხლა ანიტას მშობლები განიცდიან… ერთი კი ფაქტია, რომ ყველა ადამიანს რაღაც გარკვეული, კონკრეტული მისია აკისრია ამქვეყნად და ზოგიერთს უამრავი წელი სჭირდება ამ მისიის შესასრულებლად

ჩვენმა პატარა თვალებბრიალა გოგონამ კი ეს სულ რაღაც ორ წელიწადში შეძლო. მან შეძლო ისევ გაეღვიძებინა ადამიანში ჰუმანიზმი, ერთამენთის სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომა. გააღვიძა უამრავი მიძინებული თბილი გრძნობები ადამიანში. შეძლო და დაგვანახა რას ნიშნავს გიყვარდეს ადამიანი, რას ნიშნავს განიცდიდე შენთვის უცხო ადამიანის როგორც ტკივილს ისე სიხარულს. გვასწავლა ერთმანეთისადმი სიყვარული, ერთამენთის ზრუნვა. მოვიდა მიგვითითა ჩვენს ნაკლზე, გამოასწორა და წავიდა…. ჩვენ კი ეს დიდი ტრაგედია გაკვეთილად უნდა მივიღოთ და მივსდიოთ ცხოვრების ისეთ წესს როგორზეც ამ პატარა არსებაბ ამხელა მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარა…. მშვიდად განისვენე ჩემო პატარა… ოდესმე მოვალთ შენთან და ისევ შეგხედავთ მაგ ბრიალა თვალებში. იქ შენ იქნები ისევ ჩვენი მასწავლებელიც და მიმთითებელიც. ნათელში იყოს შენი პატარა უმანკო სული ულამაზესო…..

537 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი