რატომ არ ღირს საკუთარი გეგმების სხვებისთვის გაზიარება

«თუ გინდა ღმერთი გააცინო — მოუყევი შენი გეგმების შესახებ», — ამბობს ერთი გამოთქმა. მართლაც, კარგად გათვლილი პერსპექტივებიც კი შეიძლება შეწყდეს ან ვერ განხორციელდეს გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, ან ადამიანმა შესაძლოა თავად თქვას უარი საკუთარ ჩანაფიქრზე. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გასულ ასწლეულში, ამ ფენომენმა მკვლევარების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრო.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაიმე იდეის ან გეგმის შესახებ აუცილებლად უნდა უამბონ მეგობრებს და ახლობლებს, რათა მათგან მხარდაჭრეა მიიღონ. თუმცა, ჯერ კიდევ 1933 წელს,
ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ ჩვენი მიზნებისა და გეგმების შესახებ, მით უფრო ნაკლების ალბათობაა იმისა, რომ ისინი განვახორციელოთ ცხოვრებაში.

რა არის ამის მიზეზი? თუ ჩვენ საკუთარ გეგმებზე ვყვებით წინასწარ, ის ჩვენს ქვეცნობიერში განხორციელებული ფაქტი ხდება და რამდენადაც მიზანი ქვეცნობიერად უკვე მიღწეულია, შესაბამისად, ადამიანის მოტივაცია დაბლდება რეალობაში.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა პიტერ ჰოლუიტცერმა ამ თემის წამოწევა ჯერ კიდევ 1982 წელს სცადა თავის წიგნში «სიმბოლური თვითშევსება». არც ისე იდი ხნის წინ, მან ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა 63 ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც არავის უზიარებდნენ საკუთარ გეგმებს, გაცილებით დიდი ალბათობით ასრულებდნენ მათ რეალობაში, ვიდრე ისინი, ვინც საჯაროდ საუბრობდა საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე გარშემომყოფთა მხარდაჭერის მიღების იმედით.

პროფესორი ჰოლუიტცერის ვარაუდით, საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე საუბარი გვიქმნის «დასრულების წინასწარ შეგრძნებას». ჩვენს ტვინში არსებობს ე.წ. იდენტურობის სიმბოლოები, რომლებიც გვეხმარებიან შევიქმნათ წარმოდგენა საკუთარ თავზე. ასეთი სიმბოლოს გაჩენისთვის საკმარისი არის არამარტო ქმედება, არამედ მათზე საუბარიც კი. დავუშვათ, თქვენ გადაწყვიტეთ მოგეყოლათ თქვენს მიერ დისერტაციის დაცვაზე და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მეცნიერებათა კანდიდატად ან დოქტორად. ტვინი კმაყოფილდება წარმოსახვით და თქვენ რეალურად კარგავთ ამ მიზნის მიღწევის სტიმულს.

გეგმების სხვებისთვის გაზიარება

450 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი