ახალი კვლევების მიხედვით, მელოტი მამაკაცები ყველაზე მიმზიდველები არიან!

პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩაატარებულ კვლევაში, პროფესორებმა ძალიან საინტერესო მიგნებები გააკეთეს.

მთავარი საკვლევი საკითხი იყო ის, თუ როგორ აღიქვამდა ქალი მამაკაცს სხვადასხვა ვარცხნილობით. უნივერსიტეტის მკვლევარებმა 20 000 ადამიანი გამოკითხეს.

მკვლევარებმა კვლევის მონაწილეებს აჩვენეს მამაკაცების ფოტოები. პირველ ფოტოზე გამოსახული იყო მამაკაცი თმით, ხოლო მეორეზე იგივე მამაკაცი თმის გარეშე. მონაწილეთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ამ ორი ვარიანტიდან დომინანტად მელოტი მამაკაცი მიაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის შესახებ თმის ვარცხნილობის გარდა არაფერი შეცვლილა, მონაწილეებმა მელოტი კაცი უფრო მიმზიდველად დაასახელეს.

კვლევამ ისიც დაასკვნა, რომ მელოტი კაცები მხოლოდ მიმზიდველებად, ძლიერებად და სექსუალურებად კი არა, ჭკვიანებადაც აღიქმებიან.

ბარის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს, როგორ აღიქვამენ სიმელოტეს გარშემომყოფები. თურმე ადამიანები თვლიან, რომ მელოტები უფრო ჭკვიანები, გულწრფელები და კეთილსინდისიერები არიან.

საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ, მელოტი კაცები უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, ვიდრე თმის მქონე მამაკაცები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კვლევები ადასტურებს იმას, რომ თმის მქონე კაცები ფიზიკურად მიმზიდველი არ არიან, მაგრამ აღსანიშვანია, რომ ქალების ყურადღებას უფრო მეტად მელოტები იპყრობენ.

”ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ ქალებს ფიზიკურად მიმზიდველი მამაკაცები ძალიან მოსწონთ, მათ ასევე მოსწონთ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცები. მიუხედავად იმისა, რომ კარგმა ვარცხნილობამ შეიძლება მიიპყროს ქალის ყურადღება, ქალები მაინც თვლიან, რომ მამაკაცი მიმზიდველი უფრო მეტად მისმა თვისებებმა შეიძლება გახადოს .“ – ამბობს პროფესორი ფრენკ მუსკარელა, რომელიც ამ კვლევების ერთ-ერთი მკვლევართანაგია.

წყარო

1, 082 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი