პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მან ინსულტი გადაიტანა და თავის ქალა აქვს ღია. ამის შესახებ ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში წერს.

“რამდენიმე წუთის წინ, საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი და თავის ქალა აქვს ახდილი.

თუმცა ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება!
ჰოდა მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება..

ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება ეს სხვა ღირსება სხვა მორალია!!

ასეთი მამის შვილები ,ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან , არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი!

ჰოდა მიდი რა ნიკოლოზ!  მიდი გამოჯამრთელდი!” – წერს ჟურნალისტი.

პატარა ნიკუშა ჭიჭიკოშვილი წლების წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთ ცნობილი გახდა. მას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა ჰქონდა. ბავშვს ბებიამ საკუთარი თირკმელი დაუთმო, თუმცა ექიმების დაუდევრობის გამო, ორგანო დაზიანდა. პატარა ნიკუშა რამდენიმე დღეა რაც აპარატზეა შეერთებული.

 

533 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი