ალბათ რაღაც მაინც გსმენიათ ინდიგო ბავშვებზე. მათ ახალი საუკუნის, განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვებად თვლიან და ამბობენ, რომ მათთან უფროსებს გამორჩეული მიდგომა გვმართებს.

ინდიგო ბავშვები არაერთხელ გამხდარა ცნობილი პედაგოგისა და მეცნიერის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ლექციის თემა. გთავაზობთ მის განმარტებებს ინდიგო ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებსაც სხვადასხვა ლექციაზე გააკეთა.
შალვა ამონაშვილი:
ერთმა ძალიან საინტერესო ქალბატონმა, რომელიც ადამიანის აურას შეისწავლის (თურმე აურის დანახვის უნარი დასწავლადია. ბევრ ჩვენგანს შეუძლია აურის დანახვა, უბრალოდ, უნდა ისწავლოს, როგორ მოახერხოს ეს),

90-იანი წლების შუა პერიოდში შენიშნა, რომ ბავშვების გარკვეულ ნაწილს იისფერი აურა ჰქონდათ. ეს დიდი სიახლე იყო. თანდათან ბევრმა მსგავსმა სპეციალისტმა შენიშნა, რომ ასეთი ბავშვები უფრო და უფრო მეტნი ჩნდებოდნენ. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ითქვა, რომ ბავშვები 90% იისფერი აურით იბადება, ანუ არის ინდიგო.

სამყაროში ასე ხდება – გარკვეული პერიოდულობით ჩნდება ბავშვების გამორჩეული თაობა, განსაკუთრებული უნარითა და ცოდნით, რომლებიც კვალს ატყობენ კაცობრიობის განვითარებას. შემდეგ ეს ტალღა განსხვავებული ბავშვებისა წყდება და მათ შექმნილს აგრძელებენ ჩვეულებრივი ადამიანები. ათწლეულების შემდეგ ან უფრო გვიან, ზეცა, ანუ კოსმოსი კვლავ მოგვივლენს ხოლმე ახალ, გამორჩეული თაობის ბავშვებს. ისინიც შეასრულებენ თავის მთავარ მისიას და კაცობრიობა კიდევ ერთ ნახტომს გააკეთებს განვითარებისკენ. ეს გამორჩეული
421 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი