55 წლის ულა­მა­ზე­სი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს და მის შთამ­ბეჭ­დავ სი­ლა­მა­ზეს ყვე­ლა აღი­ა­რებს. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს გან­სა­კუთ­რე­ბით ის მოს­წონს, რომ მსა­ხი­ო­ბი არ ცდი­ლობს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და სხვა­დას­ხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვით “ასა­კი მო­იკ­ლოს”. მისი ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და სტი­ლი მი­სა­ბა­ძი ხდე­ბა.

მო­ნი­კა გვიმ­ტკი­ცებს, რომ ქალი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვლე­ლი იყოს.

მსა­ხი­ო­ბი ამ­ჯე­რად პა­რიზს სტუმ­რობ­და, სა­დაც Alexandre Vauthier-ის ჩვე­ნე­ბას და­ეს­წრო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მო­ნი­კას ახალ­მა ვარ­ცხნი­ლო­ბამ მი­იქ­ცია და მას Vogue-ის ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ სტა­ტი­აც მი­უ­ძღვნა.

მო­ნი­კას სტილს აფა­სე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც:

“რო­გორ შე­ე­პა­რა ასა­კი და მა­ინც რა ლა­მა­ზია.“

“როცა ქალს ყვე­ლა ასა­კი უხ­დე­ბა.“

“რა კარ­გია, რომ არ ცდი­ლობს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას, ასე­თი უფრო მომ­წონს.”

“რო­გო­რი ქა­რიზ­მა­ტუ­ლია და ამ შავ სა­მოს­ში რო­გო­რი გლა­მუ­რუ­ლი.“

“მომ­წონს ვარ­ცხნი­ლო­ბა, უბ­რა­ლოა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი“, – წე­რენ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ მო­ნი­კას ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

სტი­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის ვარ­ცხნი­ლო­ბა ხაზს უს­ვამს ნაკ­ვთებ­სა და სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბას. მა­თი­ვე თქმით, თუ 2020 წლის ზამ­თრი­სა და გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ტრენ­დულ მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას ეძებთ, შე­გიძ­ლი­ათ მა­გა­ლი­თი იტა­ლი­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის­გან აი­ღოთ.

1, 330 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი