ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ტან­საც­მელს აფუ­ჭებს ხში­რი რე­ცხვა, თუმ­ცა ტან­საც­მელს ისე ვე­რა­ფე­რი აფუ­ჭებს, რო­გორც მისი არას­წო­რი რე­ცხვა. რე­ცხვის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო ზი­ან­დე­ბა არა მხო­ლოდ ტა­ნი­სა­მო­სი, არა­მედ სა­რე­ცხი მან­ქა­ნაც.

გთა­ვა­ზობთ 12 ძი­რი­თად წესს, რო­მელ­თა დაც­ვაც თა­ვი­დან აგა­რი­დებთ რე­ცხვის დროს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მებს და თქვენს ტან­საც­მელ­სა თუ სა­რე­ცხ მან­ქა­ნას ხა­რისხს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს:

1. არ და­გა­ვი­წყდეთ სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გა­სუფ­თა­ვე­ბა. რე­ცხვის შემ­დეგ გა­რე­ცხეთ ფხვნი­ლის ჩა­საყ­რე­ლი უჯრა, გა­ა­სუფ­თა­ვეთ მან­ქა­ნის კარი და და­ტო­ვეთ ღია, რათა შიგ­ნით ჰა­ე­რი არ ჩა­ი­ხუ­თოს. მან­ქა­ნის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლია ფილტრი, რო­მე­ლიც ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­სუფ­თავ­დეს არა­ნაკ­ლებ 3 თვე­ში ერთხელ. წე­ლი­წად­ში ერთხელ კი კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცა­რი­ელ მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხამთ ნა­ხე­ვარ ლირტ ძმარს და ჩარ­თავთ ცხე­ლი წყლის ციკლზე. ამით მოხ­დე­ბა მან­ქა­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის გაწ­მენ­და.

სა­უ­კე­თე­სო სა­რე­ცხი მან­ქა­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო ფა­სად

2. ნუ გა­რე­ცხავთ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხს ერთ ჯერ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­ტი­ოს. ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვის გამო, მან­ქა­ნა შე­იძ­ლე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს.

3. პირ­სა­ხო­ცე­ბის რე­ცხვი­სას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ კონ­დი­ცი­ო­ნერს. აღ­მოჩ­ნდა, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი აქ­ვე­ი­თებს ქსო­ვი­ლის მიერ წყლის შე­წო­ვის უნარს. ამი­ტომ თქვე­ნი პირ­სა­ხო­ცე­ბის­თვის ეს კარ­გი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა.

4. წინ­დე­ბი გა­რე­ცხეთ ცალ­კე ბა­დე­ში. ან სა­ერ­თოდ ცალ­კე რე­ჟი­მით გა­რე­ცხეთ, რათა სხვა სა­რე­ცხში არ და­ი­კარ­გოს.

5. ბა­ლი­შე­ბი და საბ­ნე­ბი ორ­ჯერ უნდა გა­ი­რე­ცხოს. პირ­ველ ჯერ­ზე – ფხვნი­ლით, მე­ო­რე ჯერ­ზე – ფხვნი­ლის გა­რე­შე. ბუმ­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რი ბამ­ბა ად­ვი­ლად იღებს სუნს, ამი­ტომ სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის მძაფ­რი სურ­ნე­ლის მო­სა­შო­რე­ლად, მე­ო­რედ გა­რე­ცხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

6. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქლო­რი. მო­იხ­მა­რეთ იგი მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ქლო­რი ქსო­ვილს აფუ­ჭებს.

7. არ გა­რე­ცხოთ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი მან­ქა­ნა­ში. სპან­დექ­სი­სა და ელას­ტა­ნის­გან შექ­მნი­ლი სა­მო­სი სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ში რე­ცხვის შე­დე­გად იწე­ლე­ბა. ისი­ნი უნდა გა­ი­რე­ცხოს ხე­ლით, გრილ წყალ­ში.

8. გა­რე­ცხვამ­დე ტან­საც­მელ­ზე ღი­ლე­ბი გახ­სე­ნით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა რე­ცხვის დროს მო­წყდეს.

9. გა­რე­ცხვამ­დე შარ­ვალ­ზე ელვა-შე­საკ­რა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად შე­კა­რით! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საკ­რა­ვის კბი­ლა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა სხვა ტან­საც­მე­ლი და­ზი­ან­დეს.

10. მან­ქა­ნით რე­ცხვი­სას არ ჩა­ყა­როთ ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხი ფხვნი­ლი. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფხვნი­ლი ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქაფს წარ­მოქ­მნის, რო­მე­ლიც ჯდე­ბა ქსო­ვილ­ზე და ისევ აჭუ­ჭყი­ა­ნებს მას.

11. არ გა­ხე­ხოთ და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. ასე ქსო­ვილს და­ა­ზი­ა­ნებთ. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლა­ქე­ბის ამომ­ყვა­ნი, გა­მო­ი­ყე­ნეთ თეთ­რი ქსო­ვი­ლის ხელ­სა­ხო­ცი და ფრთხლად გა­უს­ვით და­ლა­ქა­ვე­ბულ ად­გილს.

12. სწო­რად და­ა­ხა­რის­ხეთ. ეს ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის­თვის ცნო­ბი­ლია. პირ­ველ რიგ­ში, არ გა­რე­ცხოთ თეთ­რი ფე­რის ქსო­ვი­ლი სხვა ფე­რის ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად. ასე­ვე არ გა­რე­ცხოთ შა­ლის ტან­საც­მე­ლი სხვებ­თან ერ­თად. არც პირ­სა­ხო­ცე­ბი გა­რე­ცხოთ სინ­თე­ტი­კურ ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად. ცალ­კე უნდა გა­ი­რე­ცხოს ე.წ. ფლი­სის სა­მო­სიც.

13. სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 40-60 გრა­დუ­სი. ეს ის ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც სპობს თეთ­რე­ულ­სა და ტან­საც­მელ­ზე არ­სე­ბულ ბაქ­ტე­რი­ებს. ცივი წყლის ნა­კა­დი ვერ სპობს მტვერს, ტკი­პებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს, ძა­ლი­ან ცხე­ლი წყა­ლი კი აფუ­ჭებს ქსო­ვილს.

14. ხში­რად ვი­ყე­ნებთ ტან­საც­მელს რე­ცხვის დროს კონ­დი­ცი­რე­ბის ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, თუმ­ცა კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­მო­ი­ყე­ნებთ თეთრ ძმარს. თქვე­ნი პირ­სა­ხო­ცე­ბი და თეთ­რე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც რე­ცხვის შემ­დეგ უხე­ში ხდე­ბა, ძმ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით რბი­ლი გახ­დე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ 100 მლ თეთ­რი ძმა­რი და­მარ­ბი­ლებ­ლად.

15. ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ სა­რე­ცხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაშ­როთ ჰა­ერ­ზე, თუ მზის სხი­ვი იქ­ნე­ბა, კი­დევ უკე­თე­სი. თუ სა­რე­ცხის გაშ­რო­ბა საშ­რობ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე სახ­ლში გი­წევთ, რე­ცხვის დროს სა­რე­ცხთან ერ­თად შე­აგ­დეთ ჩოგ­ბურ­თის ბურ­თი. ის ტენს შე­ი­წოვს და სა­რე­ცხი უფრო ფუმ­ფუ­ლა გახ­დე­ბა.

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ლა­ქებს?

და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი ტან­საც­მლი­დან ლაქა სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში რე­ცხვის შემ­დეგ ხში­რად არ ამო­დის. ამი­ტომ გე­ტყვით ხუთ მარ­ტივ ხრიკს, რო­მე­ლიც თქვენს ტან­საც­მელს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს ძველ იერს.

● ცხი­მი­ან ლა­ქას (ახალს) და­ა­ყა­რეთ შაქ­რის შემ­ცვლე­ლი ან სა­ხა­მე­ბე­ლი (კრახ­მა­ლი), შემ­დეგ კი გა­რე­ცხეთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში.

● ტო­მა­ტი­სა და სო­უ­სის კვალს ად­ვი­ლად ამო­ა­ცი­ლებს პრე­პა­რა­ტი WD-40. გა­ა­ჩე­რეთ 5-10 წუთი, ამის შემ­დეგ კი თუნ­დაც ცივი წყლით გა­რე­ცხეთ.

● იღ­ლი­ის არე­ში თეთ­რი ტან­საც­მე­ლი­დან ყვი­თე­ლი ლა­ქე­ბის ამო­სა­ღე­ბად გა­რე­ცხეთ ის ფხვნი­ლის გარ­და მა­თეთ­რე­ბელ­თან ერ­თად 40 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.

● თუ ერთი სა­ა­თით მა­რი­ლი­ან წყალ­ში ჩა­ალ­ბობთ ტან­საც­მელს (კომ­ბი­ნა­ცია – 1 ლიტრ წყალ­თან 1 სუფ­რის კოვ­ზი მა­რი­ლი), ის ად­ვი­ლად ამო­ი­ღებს ყა­ვი­სა და ღვი­ნის ლა­ქებს.

● სოდა და­ეხ­მა­რე­ბა თეთრ ტან­საც­მელს სიყ­ვით­ლის მო­ცი­ლე­ბა­ში, ასე­ვე მო­ა­ცი­ლებს ტან­საც­მელს უსი­ა­მოვ­ნო სუნს. ნა­ხე­ვა­რი ჭიქა სოდა ჩა­ა­მა­ტეთ ფხვნილ­თან ან სა­რე­ცხის სა­პონ­თან ერ­თად და გა­რე­ცხეთ ცხე­ლი წყლით.

ამბები.ჯი

810 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი