მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან. გარდა ამისა, ალფა-მამრები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად მამაკაცურად გამოიყურებოდნენ, იშვიათად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას ამ პრობლემების გამო.

ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა 19 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 78 კვლევის მონაცემები გააანალიზეს. მათ სურდათ გამოერკვიათ, როგორ აისახებოდა ფსიქიკაზე „მამაკაცურობის ნორმებთან“ შესაბამისობა. „მამაკაცურობის ნორმების“ ნუსხაში შევიდა ძალადობა, ემოციური კონტროლის მოთხოვნილება და სექსუალური აღვირახსნილობა.

თითქმის ყველა ნორმა აღმოჩნდა ისეთ პრობლემებთან დაკავშირებული, როგორიცაა მარტოობა და დეპრესია. ყველაზე უარყოფითად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებდა თვითკმაყოფილება,
სექსუალური აღვირახსნილობა და ქალებზე მბრძანებლობა. მხოლოდ ერთი ნორმა (სამსახური პირველ ადგილზე იყო) არ უკავშირდებოდა ფსიქიური ჯანმრთელობისთვის უარყოფით შედეგებს.

406 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი