თუ რაღაც მომენტში ვიღაც გეტყვით, რომ აუტანელი ხართ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ და ეს კომპლიმენტად მიიღოთ, რადგან სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ ჭკვიანები არიან, არამედ უფრო დელიკატური ხასიათი აქვთ ურთიერთობასა და მეგობრობაში.

კვლევა ჩატარდა ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია) და იგი ადასტურებს, რომ ძლიერი ტემპერამენტის მქონე ქალები ხშირად უფრო ჭკვიანები არიან – არა მხოლოდ რაციონალურად, არამედ ემოციურადაც. 

ექსპერტებმა აჩვენეს, რომ ამ გარკვეულწილად უარყოფითი ასპექტის მთავარ უპირატესობებს შორისაა მეხსიერების გაუმჯობესება და ცრურწმენების შემცირება, ასევე პირადი მოტივაციის გაზრდა საკუთარი მიზნების მისაღწევად.

რთული ადამიანები უფრო ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ანუ ურჩევნიათ დაეყრდნონ უფრო რაციონალურ ასპექტებს, ვიდრე ემოციურს. 

კვლევის ხელმძღვანელი, ჯო ფორგასი ამბობს, რომ “აუტანელი” ქალები უფრო მწვავედ იაზრებენ, რაც მათ გარშემო ხდება და რომ ისინი აკვირდებიან და აანალიზებენ დეტალებს არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც.

იმედგაცრუებული და რთული ქალების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი დაუღალავად ზრუნავენ შედეგებზე. ეს თვისებები განისაზღვრება არა მხოლოდ ძლიერი ტემპერამენტით, არამედ რეალური ზრუნვით იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

სენტიმენტალურ და რომანტიულ ხალხს უფრო არ უმართლებთ, ვიდრე იმედგაცრუებულ ცინიკოსებს. და ეს იმიტომ, რომ ისინი გადაწყვეტილებებს უფრო ემოციურად ღებულობენ, ვიდრე რაციონალურად, როგორც მიზანთროპები.

“მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური იუმორი ხელს უწყობს შემოქმედებითობას, მოქნილობას და კოლაბორაციულობას, პირქუშობა ააქტიურებს აზროვნების უფრო საფუძვლიან და შერჩევით გზას, და აიძულებს ადამიანს, დაუთმოს უფრო მეტი ყურადღება გარე სამყაროს,” – ამბობს ფორგასი.

580 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი