ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ ალკოჰოლს, ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის შანსი მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებს მას.

დიახ, არ გეჩვენებათ და სწორად კითხულობთ – მკვლევარები წერენ, რომ თუ ალკოჰოლს საერთოდ არ იღებთ, ნაადრევი სიკვდილის რისკი იზრდება.

კვლევის შედეგი ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

მკვლევარებმა გარდა იმისა, რომ გაითვალისწინეს, თუ რა ინტენსივობით სვამდნენ კვლევაში ჩართული ადამიანები ალკოჰოლს, ასევე შეისწავლეს ამ ადამიანების ცხოვრების წესი – რამდენად კავდებოდნენ ისინი სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორი იყო მათი სოციალური მდგომარეობა და კვების რეჟიმი.

კვლევას ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ჰოლანი ხელმძღვანელობდა და მის დასკვნაში ნათქვამია, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალია იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხოლო დაბალია ეს მაჩვენებელი მათში, ვინც რეგულარულად იღებს ალკოჰოლს.

ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც სამ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს იღებენ ყოველი დღის განმავლობაში.

წყარო

428 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი