ღამე 69-ე..
როგორც იცით, ბაქტერიოლოგიური კვლევის მიხედვით ანიტას სისხლში ახალი ინფექცია ამოითესა, ამის გამო მას სამი სახის ახალ ანტიბიოტიკურ პრეპარატებს უკეთებენ.
გრძელდება დიალიზი და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების გადასხმა.
ანიტას კიდურებში სისხლი ცუდად ცირკულირებს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აქვს მარცხენა ხელის თითები.
აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საინფორმაციო სააგენტოებსა და სხვადასხვა გვერდების ადმინისტრატორებს, მოერიდეთ დეზინფორმაციის გავრცელებასა და მწვავე სათაურების გამოქვეყნებას!
ჩვენ ვიცით, რომ ანიტა ძალიან მებრძოლი გოგოა და მას თქვენი სიყვარული უფრო მეტად აძლიერებს!
#ანიტას სთვის

762 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი