მსახიობმა მიშელ პფაიფერმა „ინსტაგრამზე“ სელფი გამოაქვეყნა, სადაც მაკიაჟის გარეშე ფანტასტიკურად გამოიყურება. 90-იანი წლების ვარსკვლავი დიდი პაუზის შემდეგ ეკრანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და ფილმში „მალიფისენტი“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ცოტა უფრო ადრე ის აგატა კრისტის ცნობილი რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ ახალ ეკრანიზაციაში ვიხილეთ.

ცნობილია, რომ მიშელ ფაიფერი ბუნებრივი სილამაზის მოყვარულია და გმობს პლასტიკურ ქირურგიას. მისი ფოტოს ქვეშ გამოხმაურებები ბევრმაა ვარსკვლავმა დატოვა.

641 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი