„ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ამაზონზე გარბოდაო“ – ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბერა ივანიშვილის საქციელს, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1 100 000 დოლარი გაიღო.

„ივანიშვილის ოჯახმა ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად, მილიონები გადარიცხა ბრაზილიაში მაშინ, როცა ბორჯომის წაღვერის, აბასთუმნის დამწვარი ტყის აღსადგენად ერთი ნერგი არ დაურგიათ, ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ. ეს ზუსტად ამას ჰგავს- ‘’ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ამაზონზე გარბოდაო“ – აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა ქუთაისში, საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს გააკეთა.

435 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი