აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი „აზროვნების აკადემიაში“ სკოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. პედაგოგის აზრით, სკოლა არა შენობა, არამედ კიბეა, რომელმაც ბავშვი ეტაპობრივად უნდა აღზარდოს:

„როცა ბავშვი სკოლაში მიგყავთ, არ ეძებოთ სკოლა ინგლისურის მიხედვით. მონახეთ სკოლა იქ, სადაც კეთილი მასწავლებელია. გაიკითხეთ, გეტყვიან, ბავშვები ძალიან უყვარსო. კარგად ასწავლისო, ეგეთი მასწავლებელი კი არ ეძებოთ. ბავშვები თუ უყვარს, მეტი გზა არ ექნება, კარგად უნდა ასწავლოს. თუ არ უყვარს, კარგად ასწავლის, მაგრამ ძალით. ძალით სწავლებაში ბავშვი კაცი ვერ გახდება, სიყვარულში კი, მეტსაც ისწავლის და კაციც გახდება. ჩვენ თვალი გაგვირბის სკოლა-ლიცეუმებისკენ, კერძო სკოლებისკენ , არ დავეძებთ ადამიანს, რომლებიც თავად სკოლები არიან. დღეს სკოლის ისეთი შენობები შენდება, სასახლეები აუზებით, ჩიტები გალობენ. ასეთ სკოლაში რომ მოვხვდი უცხოეთში, ვინატრე, ნეტა აქ მომცეს ვინმემ ასეთი სკოლა თქო, მაგრამ რათ გინდა, ჭაობი. მასწვალებლები თითქოს ბაყაყებივით ყიყინებენ. რა გაიზრდება იქ ბავშვი? ბაყაყი! სკოლა ვინ არის? შენც სკოლა ხარ, თთოეული თქვენგანი მასწავლებელია“.

ფორტუნა
959 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი