სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშილის ერთ-ერთ მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ტურაშვილი იხსენებს,  თუ რატომ ჩაიშალა “ჰოლივუდის” ერთ-ერთ ჯგუფთან „ჯინსების თაობის“ სცენარით ფილმის გადაღება.

“წარმატების” გამო, ტრა@ი არ უნდა მისცე კაცმა, ასეა ეს…

“ჰოლივუდის ერთ-ერთ ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, “ჯინსების თაობის” სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე. ყველაფერში შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა ამერიკელებმა ერთი ნიუანსის შეცვლა მომთხოვეს სცენარში – ბიჭებიდან რამდენიმე გეი უნდა ყოფილიყო და რადგან საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი იკრძალებოდა, ეს იქნებოდა მათი სსრკ-დან გაქცევის მთავარი მიზეზი.

ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი სახით ფილმის კომერციული წარმატება გაცილებით დიდი იქნებოდა. ამაზე ჩემი უარი მიიღეს და შესაბამისად მოლაპარაკებაც ჩაიშალა”, – იხსენებს დათო ტურაშვილი.

828 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი