ორმა ჩრდილო კორეელმა მეთევზემ ეკიპაჟის 16 წევრი მოკლა და სამხრეთი კორეაში გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს, რის შემდეგადაც ბოროტმოქმედები სამართალდამცავებს გადასცეს. ინფორმაციას BBC ავრელებს.

სამხრეთ კორეელ მაღალჩინოსანთა განცხადებით, მათი ქვეყანა ძალზე ხშირად აძლევს თავშესაფარს ჩრდილოეთიდან გამოქცეულ დამნაშავეებს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მკვლელები მათ ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნიდნენ.

მას შემდეგ რაც, სათევზაო ნავით გადმოკვეთეს საზღვარი, სამხრეთ კორეელებს ორი დღე დასჭირდათ მათი იდენტიფიცირებისთვის. ადგილობრივი ინფორმაციის თანახმად, ორმა მეზღვაურმა აღიარა, რომ მათ ოქტომბრის თვეში მოკლეს კაპიტანი მისი უხეში და არადამიანური მოქცევების გამო, შემდეგ კი ჯგუფის სხვა წევრებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. გარდაცვლილთა სხეულები გემბანზე იყო მიმოფანტული მათი მკვლელობის შემდეგ.

newposts

601 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი