“ცხოვრებაში ვერავიზე ვამბობდი მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი, ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი “ნათლია” იყო. ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა” – თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის ქალიშვილი ანი ცხადაძე სოციალურ ქსელში ბრალდებულის, ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს. ბექა კვიციანი მოკლულის მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა.

 

“სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს. მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა, შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებო, რაშიც არ უნდა დაგჭირდეს შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა, მრცხვენია. მრცხვენია საერთოდ რომ გიცნობთ, რომ მეუბნებოდით ახლა რასაც ვერ გიკეთებს მერე გაგიკეთებსო. ისეთი რაღაც გამიკეთა რომ გული მომიკლა. მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ ხელი დააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ” – წერს ანი ცხადაძე.

შეგახსნებეთ, ბექა კვიციანი დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია. ის სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ემზარ კვიციანი ამბობს, ძმისშვილი პოლიციას თავად ჩააბარა. დეპუტატის თქმით ბექა მკვლელობის მეორე დღეს გამთენიისას ქუჩაში იპოვა და მაღალჩინოსნებს მიუყვანა. მისი თქმით ბექა კვიციანს მომხდარი არ ახსოვდა.

ფოტოზე მოკლული ნოდარ ცხადაძე

კვი­ცი­ა­ნი წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვია, მან მე­გო­ბარს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა, რის შემდეგაც ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

ფორტუნა.ჯი

520 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი