კვირას, 3 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ, 12 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკრიბებიან პატრიარქის მხარდასაჭერ აქციაზე – „უწმინდესის სიყვარულისთვის“. შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანია.

„თუ საზოგადოება თვლის, რომ უნდა დავუდგეთ მხარში პატრიარქს და დავიცვათ ბნელი ძალების შემოსევისგან, მაშინ უნდა შევიკრიბოთ სამების ტაძრის ეზოში და რაიმე გზები დავსახოთ ქართული ეკლესიის გადასარჩენად! არავითარ შემთხვევაში არ გვსურს პოლიტიკოსთა (ნებისმიერი მხარისა და პარტიის წარმომადგენელთა) მხრიდან ამ პროცესის წარმართვა! რადგან ეს ხალხის საფიქრალი და გადასაწყვეტია, თუ როგორ უნდა დავამთავროთ სხვადასხვა ბოროტი ძალების ეს მიუღებელი ქმედებები! თუ საზოგადოება თვლის, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მაშინ შევიკრიბოთ!

სულ ცოტა, პატრიარქს დავუდასტუროთ ჩვენი სიყვარული” – წერს გიორგობიანი.

 

677 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი