1-5 დეკემბერს  თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, მოთოვოს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ 1-5 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +2 აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 29 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 1-5  ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, -2, დღისით კი – 2, -4 გრადუსი იქნება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

432 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი