“ქართული ოცნების” წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, რომ საზოგადოების 99% -ს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაში განსხვავების დანახვა უჭირს.

“დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ მოსახლეობაში და ვკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში და რა არის ცუდი, ასევე პროპორციულში, 99% ჩვენი მოსახლეობის ვერ გვიპასუხებს, იმიტომ, რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას დადებითი და უარყოფითი მხარე სისტემების და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს” – აღნიშნა დეპუტატმა.

523 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი