კოკო მისი ზედმეტსახელია, სინამდვილეში კი გაბრიელ შანელი ერქვა.

მისი ცხოვრება საოცარი ისტორიებითაა სავსე- ბავშვობაში მიატოვა მამამ, გარდაეცვალა დედა და ბავშვთა სახლში აღმოჩნდა დასთან ერთად, საიდანაც 20 წლის ასაკში წამოვიდა და ერთ-ერთ ბარში დაიწყო მუშაობა მომღერლად. სწორედ მაშინ დაირქვა კოკო- სახელი, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ქალბატონს გვახსენებს. შანელმა შექმნა ბრენდი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც კი ძლიერად აგრძელებს არსებობას. დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ კოკო შანელის ყველაზე ცნობილ ფრაზებს, რომლებიც მუდამ უნდა გახსოვდეთ.

1. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფული და ადამიანები, რომლებიც მდიდრები არიან.

2. თუ გინდა რომ იყო შეუცვლელი, უნდა იყო განსხვავებული.3. გოგონა უნდა იყოს ორი რამ: კლასიკური და განსაცვიფრებელი.

4. ჩაიცვი უბრალოდ და ისინი დაიმახსოვრებენ კაბას. ჩაიცვი უნაკლოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.

5. ბუნება გაძლევს სახეს, რომელიც გაქვს 20 წლის ასაკში. ცხოვრება აყალიბებს სახეს, რომელიც გაქვს 30 წლის ასაკში. მაგრამ 50 წლისას ის სახე გაქვს, რასაც იმსახურებ.

6. ქალი კარგი ფეხსაცმლით არასდროს იქნება შეუხედავი.

7. მოდა იცვლება, მაგრამ სტილი მარადიულია.8. ჩაიცვი ისე, თითქოს ყველაზე დიდ მტერს უნდა შეხვდე.

9. ბევრს ჰგონია, რომ ფუფუნება სიღარიბის საპირისპიროა, მაგრამ ცდებიან. ფუფუნება ვულგარულობის საწინააღმდეგოა.

10. მე არ ვქმნი მოდას. მე ვარ მოდა.

11. მე არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობთ. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ

12. ქალი, რომელიც იჭრის თმას, ცხოვრების შესაცვლელად ემზადება.

739 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი