ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ფაქ­ტზე 35 წლის ქალი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გი­სა და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში არას­რულ­წლო­ვან­თა შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, და­კა­ვე­ბუ­ლია 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.უ. და­ნა­შა­უ­ლი 11-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს – 2006 წელს და­ბა­დე­ბულ მ.უ.-ს და 2007 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.უ.-ს უკა­ნო­ნო შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და.

კერ­ძოდ, ი.უ. მათ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გზით, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მო­წყა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბას აი­ძუ­ლებ­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ზარ­დე­ბი საკ­მა­რის თან­ხას არ შე­აგ­რო­ვებ­დნენ, დედა შვი­ლებს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფა­რუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო ჩა­წე­რა, ასე­ვე, ფოტო გა­და­ღე­ბა და ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია და­დას­ტურ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 143-ე პრი­მა-2 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბას (ტრე­ფი­კინგს) გუ­ლის­ხმობს.

ამბები.ჯი

511 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი