იმდენად მწვავე და შეურაცხმყოფელი იყო მეუფე პეტრეს განცხადებები წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ის სინოდის წევრებმა ხელით გაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

დღევანდელი დღის გმირია, თუ ანტიგმირი, ამას „მთავართან“ თავად პეტრე ცაავა განმარტავს, რომელიც უკვე აღარ არის მეუფე, ვინაიდან მას სინოდმა ეპისკოპოსობა ჩამოართვა.

„გმირი ვარ თუ ანტიგმირი, ამას ისტორია განსჯის მხოლოდ. მაგრამ მჯერა ღვთის წყალობის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უახლოესი ისტორია, არ დაგვიანდება შეფასება და წყალგამყოფი გმირობასა და ანტიგმირობას შორის გამოჩნდება ქართველი ერის გონიერებით“ – განაცხადა მამა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ სინოდიდან გამოსულმა უკვე ყოფილმა ეპისკოპოსმა პატრიარქის შესახებ უხამსი განცხადება გააკეთა.

 

741 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი