„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავამ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განუცხადა:

„არავის არ უთქვამს, რომ ერთი აქცია იქნება. აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან და პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი ამოცანაა ივანიშვილს და მის მთავრობას საშუალება არ მივცეთ მოაჩვენონ საზოგადოებას თავი თითქოს მუშაობენ. ისინი არაფერს აკეთებენ, არაფერს ქმნიან, მავნებლობენ, მაგრამ პოზა აქვთ ასეთი, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. არც 20 ივნისის დარბევა მომხდარა, არც გავრილოვი მჯდარა იმ სკამში, არც ადამიანებს დასთხრიათ თვალები და შემდეგ თურმე ივანიშვილიც მოგვეჩვენა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს გვპირდებოდა. ორშაბათს საღამოს შევიკრიბებით პარლამენტთან, ღამე დავრჩებით და მეორე დღეს პიკეტირებას მოვახდენთ. გამოიყვანენ სპეცრაზმს? კი, ბატონო. ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით, თუ ამას მართვა ჰქვია. ძალიან მალე თითოეული მათგანი დაინახავს, რომ ქვეყანა ასე ვერ გააგრძელებს არსებობას და პროპორციულ არჩევნებამდე მივალთ“

456 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი