ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცმა   გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით…” – წერია 23 წლის ახალგაზრდის  მიერ გავრცელებულ facebook პოსტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

614 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი