კომპანია Toyota-მ ტოკიოს ავტოსალონში რამოდენიმე უჩვეულო კონცეპტი მიიტანა, თითოეული მათგანი დაკავშირებული ავტომატური მართვის ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტთან.

საინტერესო პრეზენტაციებიდან უნდა აღინიშნოს მობილური უპილოტო “სასწრაფო დახმარება”, რომელიც საავადმყოფოში მიმავალ გზაზე “მომავლის სამედიცინო დახმარების” გაწევის საშუალებას იძლევა. სახის ამომცნობი სისტემის მქონე კონცეპტი e-Care პაციენტის მონაცემებს ექიმს გადასცემს, რის დახმარებითაც პაციენტს დისტანციურად შეუძლია სავადმყოფოში მიმავალ გზაზე ექიმთან კომუნიკაცია.

ზემოთ ხსენებულის მიუხედავად ყველაზე უჩვეულო კონცეპტად მაინც ელექტრონული მფრინავი ცოცხი უნდა აღინიშნოს. პროტოტიპმა სახელწოდება e-broom-ი მიიღო და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ამის შთაგონებად კუდიანების მფრინაცი ცოცხები იქცა. ავტორების ჩანაფიქრით, კონცეპტმა ადამიანი და მანქანა უნდა გააერთიანოს, რაც მისი მოხმარებისგან სიამოვნების მიღებას გულისხმობს. ზუსტად როგორ მოხდება ეს, კომპანიაში ჯერ არ ხსნიან.

წყარო: driver.ge

793 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი