• 10 ოქტომბერს მარნეულში გაიმართა ღვინის ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, გამოფენაზე წარდგენილი იყო, სხვადასხვა ღვინის სახეობა, ასევე ქართული ნაწარმი: ჩირი, ჟოლო, ჩურჩხელა, კომპოტი და .. ა.შ

  • ღონისძიების მიმდინარეობისას ჩავწერეთ ბიზნეს წარმომადგენლები:
  • ვლადიმერ დადვანი : მეწარმეთა და ფერმერთა სოლიდარობის კავშირის თავჯდომარე
  • დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებულად მარნეულისთვის, ქვემო ქართლი არის აგრარული მხარე, ამ ღონისძიებას უშვალოდ ხელმძღვანელობს მარნეულის მუნიციპალიტეტი, (თვითმართველობა), სწორედ მათი ინიციატვით ტარდება ღვინის ფესტივალი. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იმართება ეს ღონისძრება ამ ქალაქში, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარნეული დასახელდა, როგორც „ღვინის აკვანი“, რადგან გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ გადაჭრილი გორა სადაც, პირველი ღვინო დაიწურა ველურ პირობებში, არის მარნეული და სწორედ ამითაა აღიარებული.
  • წარმატება მინდა ვუსურვო ამ ფესტივალის ორგანიზატორებს და ვიმედოვნებ ტრადიციულად გაიმართბა მსგავსი ღონისძიებები.
  •  
  • მაიკო ჯაჯანაშვილი : მარნეულში წამოვედით ღვინის ფესტივალზე, ჩამოვიტანეთ ღვინო „wine black daimond – ვაზის შავი ალმასი“ და მასთან ერთად უნიკალური ტკბილეული, რომელიც გაჯერებული საფერავით.
  • ღვინოს გურჯაანის მიკორო ზონის საფერავით ვამზადებ, ამ საფერავებით უნიკალური ღვინოები ყენდება, ეს არის იონიზირებული და გაჯერებული არომათერაპიული კომპლექსებით. ამას ყველაფერს ვაკეთებ თავად. ასევე გახლავართ ექიმი  ოცდახუთი წელი ვიმუშავე , კოსმეტოლოგ-მეზოთერაპერტად და მქონდა შეხება არომა თერაპიასთან, აქედან გამომდინარე განვავითარე ამ კუთხით ქართული მეღვინეობა „ არომა ღვინის შესახებ“ და შარშან უკვე ღვინისა და ვაზის კანონში შეიტანეს პუნქტი : „არომატიზირებული ღვინო“.
  • ინგა ბერუაშვილი: ვარ ცხინვალიდან დევნილი, ვცხოვრობ კოდის დევნილთა დასახლებაში, ამჟამად ვიმყოფები ღვინის ფესტივალზე მარნეულში, მაქვს პატარა ბიზნესი, ჟოლოს სადემონსტრაციო ბაღი. ვამზადებ: კომპოტებს , ჯემებს, რომლებიც ყოველთვის დამაქვს გამოფენებზე , ვაპირებ ბიზნესის გაფართოებას დამაფინანსა „ემ პარდი ორმა“, არის საკმაოდ კარგი პროექტი , ამ პროექტის ფარგლებში ვაპირებ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენებას, ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მესტუმროთ კოდაში, ჩემს ლამაზ ბაღში.
1, 060 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი