დღსასწაული „ გორის დღეები“ ქალაქ გორში გრანდიოზული მაშტაბური ღონიძიებით და გამოფენით აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები: გიგა ბოკერია და სოზარ სუბარი. (ფოტოები)

ReadTime.ge გთავაზობთ მონაწილეების კომენტარებს:

ინგა ბერუაშვილი: ვიმყოფებით გამოფენა „გორი დღეები“, გაკეთებული გვაქვს ერედვის კუთხე და მოხარული ვარ , რომ ერედვი უნდა წარვადგინოთ, გამოფენილი მაქვს: კომპოტები, ჯემები და ბიოლოგიურად სუფთა ჟოლო.

ლალი ცეცხლაძე:  მე მინდოდა, ეს დღე აღმენიშნა ჩემი ხელნაკეთი ნივთებით, მე გახლავართ ლექტორი. ოცდახუთი წელი ვმუშაობდი გორის უნივერსიტეტში, ამჟამად ხელნაკეთ ნივთების შექმნით ვარ დაკავებული, ვაპირებ გაფართოებას და მაშტაბურ გამოფენას.

გორის მოსახლეობას ვულოცავ ამ დღესასწაულს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ.

ნინო ელიაური: ვარ სოფელ ერედვიდან დევნილი, 2008 წლის ომის შემდეგ ვმუშაობ კოდის ეთემო განათლების ცენტრში, დღეს ვიმიყოფები გორში, სადაც წარდგენილი გვაქვს გორის დევნილითა  ქალბატონების  ხელნაკეთები ნივთები: სათამაშოები, ტიხრული მინანქარი და სამკაულები.

ჯემალ ბორცვაძე: პირველი შემთხვევაა, რომ ერედვის მუნიციპალიტეტმა მიიღო ასეთ ღონიძიებაში მონაწილეობა, ძირითადად წარვადგინეთ ხელოვნების ნიმუშები . ნამუშევრები შეკრებილია სხვადასხვა დევნილთა დასახლებიდან. აქ არის ქვირთი, თექა, ნაქარგები და ბიო პროდუქტები.

837 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი