ჰილარი კლინტონი შეიშალა- წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ტრამპმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჰილარი კლინტონმა ორი ამერიკელი პოლიტიკოსი – კონგრესმენი თულსი ჰაბარდი და ჯილი სთეინი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა.

„ჰილარი არასწორია, როცა კონგრესმენ თულსი ჰაბარდს რუსეთის ფავორიტს, ხოლო ჯილი სთეინს რუსეთის აგენტს უწოდებს. თქვენც გსმენიათ, მეც მიწოდებს რუსეთის დიდ მოყვარულს (ნამდვილად, მე მიყვარს რუსი ხალხი. მე მიყვარს ყველა ხალხი!). ჰილარი შეიშალა!“ – ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონალდ ტრამპის მიერ ჰილარი კლინტონის კრიტიკა პირველი შემთხვევა არ არის.

545 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი