კოლუმბიელი ქალის გარდაიცვალების მიზეზი თავის პარტნიორთან გატარებული 5 საათიანი სექსუალური აქტი გახდა,- ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს. ქალმა შეყვარებულს უთხრა, რომ იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს, რის შემდეგაც მამაკაცმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა დიდი ხნის დაგვიანების გამო, უგონოდ მყოფი ქალბატონი შეახვია საბანში და ტაქსით სასწრაფოდ მიიყვანა საავადმყოფოში.

მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მათ ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გახდა აღმგზნები ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც გათვლილია სექსუალური აქტის გახანგრძლივებისთვის, თუმცა მას მძიმე ზეწოლა გააჩნია გულზე, რის გამოც 32 წლის ქალის ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გული გაუსკდა საავდმყოფოში მიყვანამდე.

1, 068 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი