მოგესალმებით ჭაბუკა და გლოცავთ გამარჯვებას უკვე მერამდენედ გახდით ჩემპიონი ? სხვებსაც იქნებ უნდათ გამარჯვება

გამრჯვება ბევრჯერ მომიპოვებია მაგრამ აბსოლიტური ჩემპიონის ტიტული სამჭიდში პირვლად მოვიპოვე, მინდა ავღნიშნო რომ ეს არის ყველაზე პრესტიჟული და ოლიმპიური კომიტეტისგან აღიარებული ფედერაცია.
შეჯიბრი გაიმართა კალსიკურ დივიზიონში, ანუ არანაირი ეკიპირება ეს ორჯერ ან სამჯერ კიდევ უფრო ართულებს ისედაც საკმაოდ რთულ სპორტის სახეობას.
ჩემ წონით კატეგორიაში 17 წლიდან ჩემპიონი ან პრიზიორი ვიყავი ყოვლეთვის, მაგრამ აბსოლიტური ჩათვლა მძიმე წონისთვის რთული მოსაგები იყო ყოველთვის და პირველად მოვიპოვე ეს ტიტული მომვალი არ ვიცი რას მიმზადებს, ძალიან მომეწონა ეს ტიტული რომ მოვიპოვე და არ ვაპირებ დათმობას.

ძალისმიერი სპორტი ბვრისთვის გაუგებარია რატომ ეჭიდებით ამხელა სიმძიმეებს?

ეს კითხვა ხშირად დაუსვამთ, რატომ? რისთვის? რის ფასად? მეც ხშირად დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის. რაში მჭირდება ეს ყველაფერი გამეტარებინა მეც დრო ნორმალური ახალგაზრდა თანატოლებივით, მაგრამ მომენტი როცა კვარცხლბეგზე პირველ ადგილზე დგახარ და გრძნობ რომ საუკეთესო ხარ ვისაც ერთხელ მაინც უგემია ეს მიხვდება რასაც ნიშნავს გამარჯვება და აუციელბად გამიგებს, ესეც თავისებური სიამოვნებაა, ხოლო რაც შეეხება სპორტის სახეობას ყველა სპროტს თავის სპეციფიკა და სიამოვნება აქვს. ალბათ ის გრძნობა რომ ძლიერად მეგრძნო თავი. ამიტომ დავიწყე შტანგებთან ჭიდილი და რამდენადაც ფიზიკურად ხდები ძლიერი სპორტი ათჯერ მეტად ფსიქოლოგიურად უფრო გაძლიერებს

როგორც ვხვდები ეს ისეთი სპორტია სადაც შემთხვევით ვერ გაიმარჯვებთ, რა არის გამარჯვებისათვის საჭირო ?

დიახ სპორტული იღბალი აქ ნაკლებად არსებობს, შემთხვევით ვერასდროს გაიმარჯვებ. მძიმე შტანგა ყოველთის თავისთვის არის, ან ხარ მზად და აწევ ან არ ხარ მზად და ვერ აწევ. შემთხვევით აწეული შტანგა არამგონია ვინმეს ენახოს რამდენად დიდი წონის აწევასაც აპრიებს სპროცმენი იმდენად დიდი და რთული მომზდების წინაშე დგება ყოვლეთვის ეს მხოლოდ დარბაზს არ ეხება ეს არის; ჭამა, ძილი, ვარჯიში, დასვენება და ეს ყველაფერი როცა ბალანსდება მერე ხდება მომზდება შეჯბირსთვის, მაგრამ მომზდება მაინც არ ნიშნავს 100 პროცენტიან გამარჯვებას. ბევრჯერ ყოფილა სპორცმენი მზად რეკორდისთვის მაგრამ ვერ დაუძლევია ეს ძალიან სპეციფიური სპროტია და ბევრ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ფიზკურს ასევე ფსიქოლოგიურს.

სად გაემგზავრება ჩემპიონატის გამარჯვებული ? და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები

2 დეკემბერს ლატვიაში მაქვს მოწვევა ძალისმიერი ექსტრიმის ერთ – ერთ პრესტიჟულ შეჯიბრზე და ვაპრიებ მომზადებას და გამგზავრებას და გამარჯვებასაც.
ამ კონკრეტულ ჩემპიონატზე გამარჯვებულებისგან რამდენიმე ბიჭს ამოარჩვენ და გაუშვებენ მსსოფლიო ჩემპიონატზე IPF  – ის ეგიდით. ამ ეტაპზე მე არ ვიცი ქულები მეყოფა თუ არა აღნიშნული შეჯიბრისთვის მაგრამ სამომვლოთ აუცელბლად ვგეგმავ აღნიშნულ ფედერაციაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
მესმის ეს ძალიან ხმამაღალი განცხადებაა ეს ტიტული შოთა ბეჟაშვილის შემდეგ საქართელოში აღარავის ჩამოუტანია და ეს ჩემითვის მიზანიც არის რომ გავიმეორო და ვაჩვენო ხალხს, რომ არ არის შეუძლებელი IPF რათქმაუნდა ძალიან რთულია, მაგრამ რთული არ ნიშნავს შეუძლებელს.

997 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი