ჩვენ მრავალი საქმე გვაქვს, საქმეები, საქმეები, საქმეები!… მაგრამ ეს არაფერია, ეს არის ,,კბილის ჯაგრისი“!

მთავარი არის ღმერთი, რომელიც ჩვენთან ადამიანად მოვიდა, იესო ქრისტე! ადამიანებს ასე სჩვევიათ ხოლმე, რომ ეტყვი რაღაცას:

– ნუ ხომ, მაგრამ, ამ ცხოვრებაშიც ხომ გინდა რაიმე?!

– გეგონება ამ ცხოვრებაში სულ შენით ცოცხლობ, შენით არსებობ, სულ შენით გიცემს გული და დაგიდის, იმ უწვრილეს სისხლძარღვებში, სისხლი!

საკმარისია, ერთი პატარა კაპილარი გაწყდეს და დამთავრებულია!….

უფლით არსებობს ყველაფერი ჩვენში და ჩვენ გარეთ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, ჩვენი ცხოვრების საზრისი იყოს ქრისტე!

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე/

740 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი