ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა. ხოლო, თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესე რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმი 11 წლის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედროს ისტორიას ასახავს.

„შინდისის“ გადაღებისთვის, რომლშიც მთავარ როლებს გიგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ,  საქართვველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო.

435 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი