მსოფლიოში უამრავი უაზრო და გამაოგნებელი კანონი არსებობს. მათ შორის, სექსის შესახებაც. ძველ კანონებს თითქმის ყოველდღიურად ემატება ახლები, კიდევ უფრო საინტერესო და საოცარი. თვალი გადავავლოთ სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე სულელურ კანონებს სექსზე.

• ლიბანში მამაკაცებს ოფიციალურად აქვთ ნებართვა, ცხოველებთან დაამყარონ ინტიმური კავშირი. მაგრამ ჯერ კაცი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მდედრია და არა მამრი. მამრ ცხოველებთან კავშირი სიკვდილით ისჯება.

• უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარტნიორებს უფლება აქვთ სექსის, მხოლოდ სიბნელეში. საკუთარ ბინაშიც კი აკრძალულია განათებულზე სექსუალური კავშირის დამყარება. სანთლების და ბუხრის

შუქიც კი არ არის გამონაკლისი. ეს დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს.

• აშშ-ის სამფლობელოში, კუნძულ გუამზე სპეციალური პროფესია არსებობს – დეფლორატორი. მას ფულს უხდიან, რომ გასათხოვარ გოგონებს ქალწულობის დაკარგვაში ”დაეხმაროს”. საქმე ის არის, რომ გუამზე ქალწულებს აკრძალული აქვთ გათხოვება.

• ჰონკონგში ქალს, რომელსაც ქმარს უღალატა, აქვს სრული უფლება, მოღალატე ქმარი მოკლას, ოღონდაც შიშველი ხელებით. რაც შეეხება ქმრის საყვარელს, მისი მოკვლა ნებისმიერი ნივთით არის ნებადართული.

• თუ სექსუალური გარყვნილება მოგწონთ, ამისთვის შესაფერისი ბოლივიაა. ბოლივიაში კანონით არის დაშვებული, ერთდროულად ჰქონდეს მამაკაცს სექსი გოგონასთან და მის დედასთან. საინტერესოა, რა მიზეზით შექმნეს ეს კანონი?

• ბოცვანელებს ასეთი კანონი აქვთ – სანამ მიჯნურები დაქორწინდებიან და პირველ ღამეს გაატარებენ ერთად, მათ მთელი სამი თვის განმავლობაში არ აქვთ ბანაობის უფლება. რაც უფრო ჭუჭყიანი შეხვდება საქორწინო ღამეს ახალგაზრდა, მით უკეთესია.

• ერთ-ერთი ბრაზილიური ტომის სექსუალური კანონი სისასტიკით გამოირჩევა. ქორწინებისთვის მომწიფებული ბიჭი სანამ ქმარი გახდება, უნდა განიწმინდოს (რისგან, გაუგებარია). განწმენდა ასე ხდება: ბიჭის სასქესო ორგანოს ათავსებენ ცხოველების ძვლების ადუღებულ ნახარშში. ჭამენ თუ არა მერე ამ ნახარშს, ისტორია ამაზე დუმს, თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნება ბიჭი ამ რიტუალის შემდეგ.

• ტოგოში თუ მიემგზავრებით, გაითვალისწინეთ, რომ თუ უცებ მოისურვებთ, ადგილობრივებმა ნამდვილ მამაკაცად გაღიარონ, თქვენი სასქესო ორგანოს გაზომვა მოგიწევთ – ის სტანდარტული (სპეციალურად დამზადებული) საზომ ჯოხზე გრძელი უნდა იყოს.

• ესტონეთის ხელისუფლებამ შემოიღო ასეთი კანონი: აკრძალულია ჭადრაკის თამაში სექსის დროს.

• თუ გრენლანდიაში მოხვდით და საკურორტო რომანი გააბით, გაითვალისწინეთ: ადგილობრივი კანონებით აკრძალულია სექსი თხილამურებზე და სნოუბორდებზე.

• დანიაში არაფრით არ შეიძლება სექსი მანქანაში, თუ მანქანას რაიმე პრობლემები აქვს ხელის მუხრუჭთან დაკავშირებით. მართლაც, უცებ, ყველაზე შეუფერებელ მომენტში მანქანა რომ დაიძრას?

• ისრაელში აღმოჩენილები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ტელევიზორის პულტს. სულ ცოტა ხნის წინ იქ შემოიღეს კანონი, რომელიც კრძალავს პორნო-არხების ყურებას.

• ინდონეზიაშიც საკმაოდ მკაცრი კანონებია. მაგალითად, მამაკაცების მასტურბირება სიკვდილით ისჯება. თუმცაღა უცხოელებზე ეს კანონი არ ვრცელდება. სამაგიეროდ, ტურისტებისთვის სხვა ზომაა მიღებული: ამ ქვეყანაში არ შეიძლება სექსშოპში ნაყიდი თუნდაც ყველაზე ”მოკრძალებული” სათამაშოს შეტანა. ამას ნარკოტიკების გადატანაზე ნაკლები პრობლემები არ მოჰყვება.

• კატარში წასულმა თან უნდა იქონიოთ დახურული ტანსაცმელი, რადგან იქ აკრძალულია სხეულის ნებისმიერი ნაწილის დემონსტრირება. ვინც კანონს დაარღვევს, თუნდაც ეს ტურისტი იყოს, ციხეში უკრავენ თავს.

წყარო: რეიტინგი 

780 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი