იდეაში ქალი თხოვდება იმიტომ, რომ უყვარს . ცხოვრება  კონკრეტულ ადამიანთან გაცილებით საინტერესო, სიყვარულით აღსავსე და  ბედნიერი იქნება ვიდრე უიმისოდ   ეს – იდეაში .

რეალურად, გათხოვება უნდა ყველა ქალს. ბევრ მათგანს უბრალოდ ეშინია და არცთუ უმიზეზოდ, გათხოვების შემდეგ ხდება არსებითი ცვლილებები – ახალი როლი, ახალი ოჯახი, ღირებულებები, ვალდებულებები. ერთ შემთხვევაში ოჯახი გულისხმობს ჰარმონიულ ურთიერთობებს ნათესავებთან ერთად და მეორე შემთხვევაში, იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის, პირველობისთვის, საკუთარი ტერიტორიების შემოსაზღვრა, დედამთილის აკადემიური წაკბენები, სხვა კეთილის მსურველი მესამე პირები და ა.შ

გათხოვების გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გაეცით პასუხი – რატომ, როდის და ვისზე ვთხოვდები ?

ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროფესია, საკუთარი ინტერესები, ჯანსაღი ამბიციები. მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს ღირსება და არავის არასდროს მისცეს მისი შელახვის უფლება.

იმისათვის, რომ ქორწინება იყოს ჰარმონიული მოგიწევთ დათმობებზე წასვლა. ქალს დიდი როლი აკისრია  ურთიერთობებში.  ეცადეთ არავინ ჩარიოთ თქვენს პირად სივრცეში, გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი გრძნობები და ნუ ეცდებით მანიპულირებას, არ უმტკიცოთ არავის, რომ თქვენ კარგი ხართ ამას ისედაც შეამჩნევენ. ნუ ჩაიდებთ გულში წყენას, ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო ამბებზე, გაიხსენეთ სახალისო ისტორიები. აღიარეთ და მიიღეთ თქვენი ახალი ოჯახი,  იყავით ბედნიერები და ლაღები ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, მოასწარით ყველაფერი რაც გულით გინდათ.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა :www.ReadTime.ge

746 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი