” ფეისბუქით გაცნობილმა ქალმა კინაღამ ქმარი წამართვა”

ჩვენი რესპოდენტი 40 წლის ქალბატონი მედეა გახლავთ,  მან თავისი ისტორია გაგვანდო იმ მიზნით, რომ სხვა ადამიანებს საფრთხე ააცილოს თავიდან.

“ჩემი ქმარი ორჯერ იყო პარლამენტის წევრი , ამავდროულად წარმატებული ბიზნესმენი, კარგი მამა და მეუღლე. არასოდეს მიფიქრია, რომ მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი გავხდებოდით. საქმე იმაშია რომ, ჩემს მეუღლეს ეს ამბავი მოუწყვეს, ბოლო წლების მანძილზე გავკოტრდით, არანაირი შემოსავალი აღარ გვქონდა, ვგულისხმობ ნაციონალების პერიოდს. მათ დროს დავკარგეთ ქონება და თითქმის ქუჩაში დავრჩით, ოჯახი მე გადავარჩინე.. ჩემი მეუღლეც ნელნელა გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყ აქტიურობა, წერდა სტატიებს და ებრძოდა ნაციონალებს, ალბათ ამან გააღიზიანათ და სოციალური ქსელით, ვიღაც ქალი დააკავშირეს.

ეს ქალი როგორც აღმოჩნდა დაბალი დონისაა.. ხომ გესმით, ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის მკადრებელი. რაღაც საქმეზე შეხვედრა უთხოვია ინფორმაცია მინდა გადმოგცეო, ასე დაითანხმა შეხვედრაზე და ინტიმური ურთიერთობის დამყარება შესთავაზა. ჩემმა ქმარმა უარით გაისტუმრა, მაგრამ მერე კიდევ წერდა, ურეკავდა და საბოლოოდ ჭკუიდან გადაიყვანა. მე ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი არ ვიცოდი რა ხდებოდა, ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება: შენს ქმარს ჯადო გავუკეთეო თუ რაღაც მსგავსი… შამანი ვარო, და წადი მაგ სახლიდან სანამ შენი თავი მოვაკვლევინე შენს ქმარსო . შოკში ჩავვარდი ჯერ ტყუილი მეგონა და გარკვევა დავიწყე. ფეისბუქის პაროლი  მქონდა ,უბრალოდ არასოდეს ვუმოწმებდი და გავხსენი თუარა ჩატში იმ ქალის წერილები ამომიყარა … სასწაულებს წერდა, გახსენებაც არ მინდა. გონება დავკარგე და მივხვდი რაღაცა საშინელი მელოდა.

საღამოს შვილებთან ერთად დაველაპარაკე მეუღლეს. მისმა რეაქციამ დამარწმუნა, რომ მართლა ზემოქმედების ქვეშ იყო, ისე გაღიზიანდა და წყობიდან გამოვიდა ადამიანს არ ჰგავდა.. მოგკლავთო იძახდა.

დიდი ბრძოლა გამოვიარე, ვინ არ ჩავრიე ბოლოს მამა აკაკისთან მეტეხში, კვეთებულზე დავიწყეთ სიარული, ახლაც დავდივართ. ფეისბუქი გააუქმა ნომერი გამოცვალა, ნანობს, მაგრამ კარგად არ ახსოვს რა და როგორ მოხდა. ამტკიცებს ,რომ ის ქალი შამანია და სოციალური ქსელიდან ხალხს აზომბებს..

რაღაც პერიოდი კიდევ მირეკავდა დატოვე შენი ქმარიო მეუბნებოდა შვილებს მოგიწამლავო, თან ისე რომ არც კი ვნახავ მე “ფეისბუქით  ვმუშაობო “. ამ ყველაფერს როგორ მოვერიე არ ვიცი. ბრძოლები დღემდე გვაქვს, ეკლესია გვეხმარება და კეთილი ადამიანები, რომლებიც სულ გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ.

ძალიან ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან! თქვენ არ იცით რა საფრთხეს უნდა ელოდეთ. სოციალური ქსელებიდან უამრავი, ბოროტი ადამიანი მუშაობს, თქვენს ქვეცნობიერზე ზეგავლენას ახდენენ! ”

უსაფრთხოების მიზნით, რესპოდენტის სახელი და ასაკი შეცვლილია.

სპეციალურად საიტისთვის: ნინი ბაბლუანი.

www.ReadTime.ge

 

802 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი