ნინი ბადრაშვილი რადიო ფორტუნას გადაცემაში “არტ-FM” გიორგი ჩიკვაიძეზე გავრცელებულ ჭორებს პასუხობს და აცხადებს, რომ ის და გიორგი კლასელები არიან. მომღერალი აცხადებს, რომ მათ შორის არაფერი ხდება.

“მსგავსი ჭორები მუდმივად ვრცელდება. ყოველდღე სხვადასხვა ადამიანზე მათხოვებენ და ვეღარ გავთხოვდი. სინამდვილეში, გიორგი ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. მართალია, თვითონ ჰქონდა სიმპათია ჩემს მიმართ, მაგრამ ეს ბავშვური გრძნობა უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული. დღეს სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს და გიორგის – პუტკუნას და ძალიან საყვარელს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, ვისთანაც არასდროს მოიწყენდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ კარგი მეგობრები ვართ, თუმცა არც რომანტიკული გრძნობები გვაქვს, არც შეუღლებას ვგეგმავთ. უბრალოდ, როგორც მაიკლ ჯექსინის უდიდეს ფანს სიურპრიზი გამიკეთა, მონაკოში The Jackson 5-ის კონცერტზე დამპატიჟა და პრაქტიკულად მთელი ცხოვრების ოცნება ამისრულა. სწორედ იქ გამაცნო იახტების ფესტივალის ორგანიზატორი, რადგან თვითონ აქტიურადაა ჩაბმული ამ სფეროში და მომავალ წელს ბათუმშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიების მოწყობას, სადაც იახტის საუკეთესო დიზაინერები დაჯილდოვდებიან. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვღელავდი, რადგან ფესტივალის მთავარი მუსიკალური სტუმარი ვიყავი და ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას, მეორეს მხრივ, გიორგის იმედების სრულად გამართლებას ვცდილობდი” -განაცხადა მომღერალმა.

1, 034 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი